Accessibility links

16 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ანა ვერულაშვილი, ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. 16-დან 20 მაისის ჩათვლით ეროვნული მუზეუმი სტუმრებს მუზეუმის კვირეულს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართება.

1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, 18 მაისს მუზეუმების დღე აღინიშნება, რომელთან დაკავშირებითაცმთელ მსოფლიოში – ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. 2017 წლის თემაა – ,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამ კამპანიას "მუზეუმის კვირეულით" უკვე მეათე წელია უერთდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG