Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტაკადა და დავა


ლადო ვარდოსანიძე, ცირა ელისაშვილი
ლადო ვარდოსანიძე, ცირა ელისაშვილი

ვნებათაღელვა მოჰყვა თბილისში პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილ ესტაკადის მშენებლობას. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა, ესტაკადა პუშკინის ქუჩაზე მაინც აშენდება. მერის თქმით, კონსტრუქციის მიზანს წარმოადგენს ამ ტერიტორიაზე არსებული ხერგილის განტვირთვა. მისივე თქმით, პუშკინის ქუჩაზე, ორი წლის წინ შეწყვეტილი ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, მოსახლეობას გადაადგილებას გაუადვილებს. რა საფრთხეებს ხედავენ ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები ესტაკადის მშენებლობაში? ემუქრება თუ არა საფრთხე პუშკინის ქუჩაზე, გათხრების შედეგად აღმოჩენილ ქალაქის გალავანს? თუ არა ესტაკადა, მაშ რა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს ქალაქში ხერგილების განსატვირთად? ამ თემებზე სასაუბროდ ნინო თარხნიშვილმა სადისკუსიო მაგიდასთან მოიწვია ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე და ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი.

please wait

No media source currently available

0:00 0:13:28 0:00
გადმოწერა

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG