Accessibility links

ეიფორია“ ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ერთი თვის წინ დაარსდა და ორგანული ნაწარმის, აბაზანის ბომბის, დამზადება დაიწყო. აბაზანის ბომბი ნატურალური ინგრედიენტებით - სოდით, მარილებით, ეთერზეთებითა და ბუნებრივი საღებავებით - შექმნილი პროდუქტია და აბაზანაში გამოიყენება. იდეის ავტორები, ანა სულაბერიძე და ირინა პაპაშვილი, თავად არიან ბიო და ორგანული პროდუქციის მომხმარებლები და ვინაიდან აბაზანის ბომბების, არომატული საპნებისა და ქაფების ქართული წარმოება ამ დრომდე არ არსებობდა, ისინი სასურველ პროდუქტს ინტერნეტმაღაზიებიდან იწერდნენ ხოლმე. ერთ დღესაც მომზადების წესები მოძებნეს და მიხვდნენ, რომ ამ ტიპის პროდუქციის წარმოება თავადაც შეუძლიათ.

ეიფორიული აბაზანის ბურთები, საპნები და სანთლები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:10 0:00
Direct link

Georgia -- Euphoria, 13march2017
Georgia -- Euphoria, 13march2017

​“რომ მეუბნებოდა აბაზანის ბურთების შესახებ და ფოტოებს მაჩვენებდა, ერთხელ თქვა, რომ ეს ყველაფერი ხელნაკეთია და ვიფიქრეთ, თუ ხელნაკეთია, ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება და ვცადეთ”, - იხსენებს ირინა პაპაშვილი.

“ეიფორიის” მთავარი ხიბლი ისაა, რომ მათ მიერ წარმოებული აბაზანის ბურთები, საპნები და სანთლები ბუნებრივი მასალებისგან კეთდება ხელით და, დამფუძნებლების აზრით, ის ფერები და არომატები, რომლებსაც იყენებენ, მომხმარებლის ემოციებზე დადებითად მოქმედებს, განწყობას ამაღლებს და ეიფორიას იწვევს. მსოფლიო ბაზარზე ამ ტიპის პროდუქციას ბევრი აწარმოებს, საქართველოსთვის კი სიახლეა.

“ზოგადად, ძალიან ბევრი მსგავსი ბრენდია მსოფლიო ბაზარზე და ძალიან ტრენდულია ფრეშკოსმეტიკა, ანუ ხელნაკეთი და ბიოლოგიურად სუფთა, და აქ არ არსებობდა. ერთადერთი მაღაზია არსებობს თბილისში, სადაც შეგიძლია უცხოური წარმოების ნივთები შეიძინო და ქართული მსგავსი არაფერი არ არსებობს, რომელიც თავის თავში გულისხმობს ყველა ამ პროდუქტს და ამიტომ მოგვინდა მსგავსი რამე გაგვეკეთებინა”, - ამბობს ანა სულაბერიძე.

​სულ რამდენიმე თვეა, რაც “ეიფორია” გამოჩნდა. საწყის ეტაპზე ის ინტერნეტის საშუალებით ფეისბუქიდან იყიდებოდა, ახლა უკვე სავაჭრო ცენტრებში აწყობენ კუთხეებს. ჯერჯერობით ყველაფერს სახლის პირობებში საკუთარი ხელით აკეთებენ, თუმცა წარმოების ზრდასთან ერთად სახელოსნოს მოწყობისა და სხვა თანამშრომლების აყვანის საჭიროებაც იგრძნობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

XS
SM
MD
LG