27 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ვერიკო გელაშვილი, ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წარმომადგენელი. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა. რა შანსს აძლევს ახალგაზრდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა, რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეებმა საზღვრის დატოვებისას და რას ნიშნავს თავად ქვეყნისთვის ევროკავშირის გაღებული კარი - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.