ერთი კვირის წინ თბილისს დიდი ფრანგი მსახიობი ფანი არდანი სტუმრობდა. “ფრანსუა ტრიუფოს მუზამ” მარჯანიშვილის თეატრში მასტერკლასი ჩაატარა და თბილისელებს ახალ ამპლუაშიც გაეცნო - უჩვენა თავისი, როგორც რეჟისორის, ფილმი “აკვიატებული რითმები”. არდანის მასტერკლასი სრული ანშლაგით ჩატარდა.
-
გიორგი გვახარია
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.