Burning Man-ი, ხელოვნებისა და მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც აშშ-ის ნევადის შტატში, ბლეკ როკის უდაბნოში მოეწყო ზაფხულის ბოლოს, თვითგამოხატვის აქტს ზეიმობს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში იყვნენ იქ შეკრებილი, რათა დამტკბარიყვნენ ერთად მუშაობის, სიმღერის, ცეკვის და თავისუფლად მოაზროვნეთა გლობალურ საზოგადოებაში ჩაღრმავების განცდით. ფესტივალმა, რომელსაც 27-წლიანი ისტორია აქვს, წელს 70 ათას მონაწილეს უმასპინძლა.
Burning Man: ხელოვნებისა და მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი

1
„ადამიანს“ წვავენ ხელოვნებისა და მუსიკის ყოველწლიური ფესტივალის, Burning Man-ის დახურვისას, 31 აგვისტოს.

2
ხელოვნებისა და მუსიკის ყოველწლიური ფესტივალის, Burning Man-ის ფოტო, რომელიც თვითმფრინავიდანაა გადაღებული ბლეკ როკის უდაბნოს ზევიდან.

3
ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალის, Burning Man-ის მონაწილეეები ცეკვავენ საგანგებოდ აგებული გუმბათის ქვეშ.

4
ჯესიკა პრეტო მარტინი (მარცხნივ) და ამა ანტვი-აგიეი ფოტოგრაფის წინაშე პოზირებენ მხატვრული ინსტალაციის თავზე.

5
მონაწილეები მზის ამოსვლას ეგებებიან ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალზე, Burning Man-ზე ბლეკ როკის უდაბნოში.

6
მონაწილეები ცეკვავენ მოძრავ „ყალიონის მოსაწევ ტახტზე“, ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალ Burning Man-ზე.

7
კაცი პატივს მიაგებს პირამიდის ფორმის „მთლიანობის ტაძარს“ ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალის, Burning Man-ის ბოლოს, ტაძრის დაწვისას.

8
ჯედ ვასალო (მარცხნივ) და ერვინ ბოლმანი მიესამლებიან „ადამიანს“, რომელიც იწვის ხელოვნებისა და მუსიკის 2013 წლის ფესტივალის, Burning Man-ის დროს.

9
ქრისტიან ჯეკობსონი (შუაში) მხატვრულ ინსტალაცია „დაისის გუშაგთან“ ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალის, Burning Man-ის დროს.

10
ხალხი მანქანის სახურავზე ცეკვავს მარკო კოკრანის ქანდაკებასთან „ჭეშმარიტება მშვენიერებაა“, ხელოვნებისა და მუსიკის 2013 წლის ფესტივალზე, Burning Man-ზე.