Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლია-განმუხურში "GEM fest 2017" მიმდინარეობს


GEM fest 2017
GEM fest 2017

ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "GEM fest 2017" მიმდინარეობს. ის შაბათს საზეიმოდ, მასშტაბური ფეიერვერკით გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის პირველ დღეს დაუკრეს უცხოელმა მუსიკოსებმა ფერი კორსტერმა და ალი ფილამ. როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან, GEM fest-ში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ანაკლია-განმუხურში "GEM fest 2017" მიმდინარეობს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:20 0:00
გადმოწერა

ფესტივალის დამფუძნებელ გიორგი სიგუას განცხადებით, ეს არის მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი მუსიკალური ღონისძიება. მისი მტკიცებით, განმუხურში უკვე იმყოფება 7 ათასამდე ადამიანი:

კმაყოფილი ვარ, მაგრამ, ველოდებოდი უფრო მეტს. შარშანდელთან შედარებით, უფრო ცოტა ხალხია. ვფიქრობ, მოიმატებს. აქაური ფასები ნორმალურია. შედარებით ცოტა მომატებულია, მაგრამ მაინც ნორმალურია...
ნინი ივანაშვილი

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ერთ თვეში სულ ცოტა 50 ათასამდე ტურისტი ეწვევა სამეგრელოს ამ ორ პატარა სოფელს. ეს გუგუნი, რომელსაც ჩვენ ვაგონებთ მთელ მსოფლიოს და, განსაკუთრებით, ჩვენს მეგობრებს აფხაზეთში, რომელიც ჩემს უკან სულ რაღაც ერთ კილომეტრში მდებარეობს, მისწვდება ყველას, ვისაც უნდა მისწვდეს. ჩვენ მოვახერხეთ და გავხსენით წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება“, - თქვა გიორგი სიგუამ.

განმუხურის ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიება მიმდინარეობს, მოწყობილია ინფრასტრუქტურა დამსვენებლებისთვის - კაფე-ბარები, რესტორნები, მაღაზიები და სპორტული მოედნები. ბილეთების ფასი 100 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. არის 2 000 ლარის ღირებულების ე.წ. ვიპსაშვები, რომლის მფლობელებსაც ულიმიტოდ შეუძლიათ ისარგებლონ ფესტივალის ყველა შეთავაზებით.

როგორც კვების ობიექტების მეპატრონეები აცხადებენ, ამ ეტაპზე არ ჰყავთ ბევრი მომხმარებელი, თუმცა იმედი აქვთ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფესტივალის პირველი დღეებია:

„კმაყოფილი ვარ, მაგრამ, ველოდებოდი უფრო მეტს. შარშანდელთან შედარებით, უფრო ცოტა ხალხია. ვფიქრობ, მოიმატებს. აქაური ფასები ნორმალურია. შედარებით ცოტა მომატებულია, მაგრამ მაინც ნორმალურია“, - ამბობს ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელი, ნინი ივანაშვილი.

ფესტივალს, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების მსგავსად, უცხოელი ტურისტებიც ესწრებიან. დამსვენებლები ამ ეტაპზე არსებული ფასებით და ინფრასტრუქტურით კმაყოფილნი არიან:

GEM fest 2017
GEM fest 2017

„საოცრებაა, სასწაულია პირდაპირ. მობრძანდით და გაერთეთ“;

„მე პირადად პირველად ვარ. ძაან კმაყოფილი ვარ. არ მოველოდი ესეთი მაგარი სიტუაცია თუ იქნებოდა“;

„პირველად არ ვარ, უკვე მესამე გახსნას ვესწრები. ჯერ აქედან დავიწყოთ, რომ ეს საქართველოში პირველი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია და მოგვწონს, რა თქმა უნდა“, - ამბობენ ფესტივალის სტუმრები.

GEM fest-ის დაწყებისთანავე აქტიურად ამუშავდა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე სასტუმროები და ჰოსტელები. ერთი დღე-ღამით სასტუმროს მომსახურება 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო მცირე ზომის ჰოსტელებში 40-დან 100 ლარამდე მერყეობს.

ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ანაკლია-განმუხურში 2015 წლიდან იმართება. როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან, შარშან ღონისძიებას 35 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG