შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც, ფიფას წინააღმდეგობის მიუხედავად, საზოგადობისთვის ხელმისაწვდომი გახდა და რომელშიც ლაპარაკია სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სკანდალზე. დასავლეთის მედიის თანახმად, 1989-დან 2001 წლამდე მარკეტინგის სააგენტომ, ISL-მა, ქრთამის სახით 130 ევრო გადაიხადა, ხოლო 12 მილიონი გადაურიცხა იოზეფ ბლატერის წინამორბედს ჟოაო აველანჟს და აღმასრულებელი კომიტეტის დიდი ხნის წევრს რიკარდო ტეშიერას. საქმე ეხებოდა ძირითადად საფეხბურთო მატჩების ტელევიზიით ტრანსლირების უფლებას. ქრთამის მიცემის შესახებ ფიფას ახლანდელმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა არა მხოლოდ იცოდა, არამედ ხელიც კი შეუწყო მომხდარს. თვითონ ბლატერი ცდილობს თავი უცოდველად წარმოაჩინოს. ის ამბობს, თანხები ჰონორარს წარმოადგენდა და ეს დანაშაული არ არისო. ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როცა თანხები აველანჟსა თუ შეშიერას გადაერიცხა, ეს აკრძალული არ იყოო. თვითონ „ISL“ 2001 წელს გაკოტრდა. მისი მენეჯერები - მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი, ბლატერის ახლობელი და მეგობარი ჟან მარი ვებერი - გაფლანგვისა და თაღლითობის გამო გაასამართლეს და დააჯარიმეს.
განსაკუთრებით მძაფრად გერმანიის საფეხბურთო წრეებში გამოეხმაურენ ამ ფაქტების გამომზეურებას. გერმანიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელმა რაინჰარდ რაუბალმა ბლატერის გადადგომა მოითხოვა. გერმანიის მედიის ცნობით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ ნიერზბახმა და მისმა წინამორბედმა, თეო ცვანციგერმა, რომელიც ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, ასეთი მკაცრი განაჩენი არ გამოუტანეს ბლატერს, მაგრამ მისთვის მხარდაჭერაც არ გამოუცხადებიათ. ნიერზბახმა თქვა, ალბათ, მიამიტი ვიყავი აქამდე - სანამ საჯაროდ არ გამოცხადდებოდა, ასეთ ფაქტებს ვერ ვიჯერებდიო. ნიერზბახი ასევე შოკირებულია ფიფას პრეზიდენტის რეაქციით - ასეთი ქმედება აკრძალული არ იყო, ყოველ შემთხვევაში, მაშინო - და ამბობს, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია „სრულ დისტანცირებას უცხადებს ბლატერის ასეთ რეაქციასო“. ბლატერი, რომელიც უკვე ოთხჯერ იქნა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად არჩეული, ახლაც, ასეთი ბრალდებების შემდეგ, არ გამორიცხავს, რომ 2015 წელსაც იყრის კენჭს. 76 წლის ბლატერმა თავის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით შვეიცარიაში გამომავალ გაზეთ „ბლიკს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ამბობს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გერმანიაში გამართვას ასევე უსუფთაო მეთოდებით მიაღწიესო და ზუსტად გაიხსენა რა მოხდა 12 წლის წინ, როცა წყდებოდა, სად ჩატარებულიყო ფეხბურთის ჩემპიონატი - გერმანიაში თუ სამხრეთ აფრიკაში. ბლატერი გაზეთს ეუბნება:
„მიმდინარეობდა კენჭისყრა 2006 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლის გამოსავლენად. ბოლო წამს ვიღაც დარბაზიდან გავიდა. ათი მომხრისა და ათი მოწინააღმდეგის ნაცვლად, გერმანიას ათი მიემხრო ცხრის წინააღმდეგ და მან ერთი ხმით გაიმარჯვა. ჩემთვის ეს უკეთესი იყო, აღარ დაგვჭირდა დამატებითი კენჭისყრის მოწყობა. ალბათ, მაშინ მეტისმეტად კეთილგანწყობილი და მიამიტი ვიყავი.“
ბლატერს ჩაეკითხნენ, ანუ, თქვენი ვარაუდით, 2006 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიამ იყიდაო? მისი პასუხი ასეთი იყო: არა, არაფერს ვვარაუდობ. მე ვაცხადებო.
მოკლედ, ბლატერმა იქით შეუტია გერმანიის ფეხბურთის მესვეურებს, მექრთამეობა თქვენთან მოიკითხეთო. ზუსტად რა მოხდა მაშინ კენჭისყრაზე, გამოძიება დაადგენს, თუ საქმე გამოიკვლიეს. რაც ცნობილია ისაა, რომ გერმანიამ მართლაც ერთი ხმით მოიგო მაშინ კენჭისყრა, რადგან ოკეანეთის საფეხბურთო ფედერაციების წარმომადგენელმა ჩარლზ დემპსიმ, მისი ამოცანის მიუხედავად, ხმა მიეცა სამხრეთ აფრიკისთვის, თავი შეიკავა. ზეპ ბლატერს, როცა სასამართლოს მასალების გამოქვეყნების შემდეგ გაზეთს ელაპარაკა, თავი მაგრად ეჭირა, მაგრამ შაბათ-კვირას ერთ საკითხში დათმო და სიტყვიერად მაინც გაწირა 96 წლის აველანჟი, რომელმაც ის „ჰონორარი“ აიღო. ბლატერმა აველანჟზე თქვა, „უნდა წავიდეს, ამ ამბის შემდეგ მისი საპატიო პრეზიდენტობა დაუშვებელიაო“.