Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: ალექსანდრე გაბელია

სექსი არის გენიტალური კონტაქტი ორ ადამიანს შორის. გამრავლების ან უბრალოდ ლტოლვის მიზნით.მრავალ ქვეყანაში დღეს ეს თემა გახსნილია. საქართველოში ტაბუდადებული. აქ ბავშვები კვლავ წეროებს მოჰყავთ. თითქმის შეუძლებელია ისაუბრო ამ თემაზე თავისუფლად, კომპლექსების გარეშე. ეს ჩვენი მენტალობისთვის მიუღებელია, ტეხავს. მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში სექს სკოლები იხსნება, ჩვენთან სკოლებში სექსოლოგიის საგნის შემოღება მარწუხებშია მოქცეული. თუმცა ასწავლიან უამრავ საგანს. მათ შორის რელიგიას. მიუხედავად იმისა სწამს თუ არა ბავშვს ღმერთის და უნდა თუ არა სკოლაში ჯგუფური ლოცვა. მართლმორწმუნე ერს აბა ქართველობას ხომ არ წავართმევთ?!
“მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვარ. გვასწავლიან უამრავ საგანს, იმის მიუხედავად გვაინტერესებს თუ არა. სამწუხაროდ არ ვსწავლობთ სექსოლოგიას,რაც ჩვენთვის საინტერესოა. ჩემთვის გამოუცნობია, რატომ ტეხავს ამ თემაზე საუბარი. არ სჯობს მოზარდმა სკოლაში გაიგოს რა არის სექსი, ვიდრე წავიდეს სახლში და ინტერნეტის მეშვეობით მრავალი მასალა მოიძიოს. მათ შორის პორნოგრაფია “ -მოსწავლე
რეალურად სექსი სულაც არ არის უზრდელობა და ამ სიტყვის გაგონებაზე ადამიანი არ უნდა წითლდებოდეს.მეტიც სექსი სასარგებლოა: მისი მეშვეობით სასარგებლო ჰორმონები გამოიმუშავება,ეხმარება გონებას,ასუფთავებს ორგანიზმს. მაგრამ ჩვენი მენტალობისთვის მიუღებელია. თუმცა ჯიუტად გვინდა ევროპის ნაწილი ვიყოთ. ჩვენთვის არაქალიშვილი გოგო უარყოფით ასოციაციებს იწვევს. როგორ შეიძლება ოჯახში ასეთი გოგო შემოვუშვათ?! ქართველობას ხომ არ დავკარგავთ?! სწორედ ასეთი აზროვნების გამო, გუგა კუზანოვი არ უჩივის კლიენტების რაოდენობას. მისი სამსახური ხომ ასეთი პრობლემების მოგვარებაა.ფსიქოლოგები ცდილობენ ამ თემაზე ისაუბრონ საჯაროდ და ახსნან სექსის მნიშვნელობა საზოგადოებაში.
„ეს თემა ჩვენს საზოგადოებაში ტაბუდადებულია.არ საუბრობენ ბევრს , მაგრამ ფიქრობენ. წარმოსახვაში უამრავ სცენებს დგავენ. რეალურად სექსის ნაკლებობას ბევრი უარყოფითი რამ მოაქვს. მათ შორის ოჯახების გაყრა. რადგან ოჯახის შექმნის შემდგომ აღმოჩნდება,რომ არც ბიჭმა იცის ბევრი რამ, ამ თემის შესახებ. ქალი ვერ განიცდის ორგაზმს,ქმარმა მის თვალში დაკარგა მომხიბვლელობა,მიიღო ფსიქოლოგიური ტრამვა. ეს ყველაფერი კი ქორწინებამდე ცხოვრების გამო არის განპირობებული.“ ფსიქოლოგი
საქართველოში არანაირი სტატისტიკა არ არსებობს ამ თემაზე. ევროპის მონაცემებით ვაჟიშვილთა რაოდენობა დაახლოებით 4% არის. ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ბიჭს ცოლი თუ არ ჰყავს ან საროსკიპოს თუ არ სტუმრობს- ვაჟიშვილია. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდებში იყო მითი, რომ სექსი არ არსებობდა. ჩვენი დროის ახალგაზრდებმა იციან,რომ არსებობს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ იციან... გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს,რომ სექსის ნაკლებობის შემთხვევაში ადამიანები შეიძლება შრომისმოყვარენი გახდნენ. უფრო მეტი იმუშაონ და ღირებული შექმნან. თუმცა ეს ქართველებს შვებას ვრ მოგვგვრის. ჩვენ შრომაც ძალიან გვეზარება. ხშირად ლუარსაბსაც ვგავართ...
საპირფარეშოში უნიტაზი ჩაირეცხა, ყველაფერი იდეალურადაა, ცხოვრება მშვენიერია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG