Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა

კაი ერთი, დასავლური ღირებულებები და ფასეულობები არა და ხაშლამა! რა მცოდნია მაგათი იმათის, რა გვჭირს იქიდან გადმოსაღები და შემოსატანი!

თანაც, ვითომ გადმოგვაქვს და შემოგვაქვს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ თურმე იქით გადაგვაქვს და შეგვაქვს.

ბიძაჩემი ხო იცით, კელაპტარივით კაცი, სულ ქვეყნის სამსახურში რო იწვოდა. იმ დასაწვავ ოთხმოცდაათიან წლებში, როცა მამულში ფაქტობრივად შიმშილი მეფობდა, ხორბლის, ფქვილისა და პურფუნთუშეულის შეძენის სპეცმისიით აფრინეს შტატებში.

ჰოდა, ამ საწყალმა ბიძაჩემმა, აბა ამ რაღაც საცოდავი სამი მილიონი დოლარით რომელი ერთი უნდა შევიძინოო, ახსენა ღმერთი და ლასვეგასის კაზინოში შეიარა, ეგება ეს საცოდავი თანხა გავასამმაგო მაინც და სამჯერ მეტი დოვლათი და ბარაქა შევიძინოო ჩემი მშიერი ხალხისთვისო.

მაგრამ იმისთანა უნამუსოებში და აფერისტებში მოხვდა მაინცადამაინც, ბოლომდე გაღლიტეს, ეგ კი არა, რაც ეცვა, ისიც გახადეს, უკანაკსნელი პერანგის ამხანაგიც კი!

კარგი, მაგრამ მორალურად რატომღა დასცინეს და აიგდეს?!

აბა, კაცო, ხომ ასე უშობელივით დედიშობილა დასტოვეს ეს ამხელა კაცი, ეგ ბაბოჩკა არ გვინდა, გეკეთესო და ასე შიშველტიტველი, ბაბოჩკით გამოუგდიათ იმ დეკემბრის სუსხსა და ყინვაში!

ცოტა გრძელი რამე მაინც ჩამოეკიდათ იმ ნამუსგარეცხილებსო, ახლაც ტირილით იხსენებს ხოლმე საწყალი ბიძაჩემი, იმ ერთ პატარა ბაბოჩკას სადამდე უნდა გავეთბეო?!.

წავიდნენ მაგათი! მთელ მაგათ ღირებულ და ლიბერტარიანულ ფასეულობებზე, თავებზე და ლასვეგასში რო გავიარე ჩემებურად!..

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG