Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა


საქართველოს ყოფილი, ე.წ. რევოლუციური სახელისუფლო გუნდის ლიდერების მიმართ დასავლეთის ზედმეტად შემწყნარებლური დამოკიდებულება დაქირავებული ლობიოისტების მოქმედების შედეგად მიიჩნევა. საამისოდ, როგორც თავად ხელისუფლება აცხადებდა, მნიშვნელოვანი სახსრები დაიხარჯა ტონობით ლობიოზე, როგორც ტრადიციულ ამოსაზელ წითელზე, ისე არატრადიციულ წითელზე და განსაკუთრებით ცისფერზე საქართველოს ბიუჯეტიდან, რამაც ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად შეარყია. არადა ლობიოსა და ჰიბრიდული სიმინდის ახალი პარტიები კვლავაც შემოსატანია.

დღეს მსოფლიო პროცესების დალობიოება–დაბოლების ერთ-ერთ მთავრ ფაქტორს წარმოადგენს მემცენარეობის ის მიმდინარეობა, რომელიც არის რა ამერიკული საზოგადოების ზელობიური წარმონაქმნი, მომავლის სიმინდის საზოგადოების უნივერსალურ პროტოპლაზმად დასახვის საფუძველზე ესწრაფვის მსოფლიოს მოწყობას ამერიკული ლობიოს მოდელის მიხედვით, რომლის აღსანიშნავადაც შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი “ლიბიდოიზმი”. ჩვენ კი მის აღსანიშნავად გამოვიყენებთ დაზუსტებულ დასახელებას – „ამოზელილი მონოლობიოიზმი”. საქართველოს ყოფილი სახელისუფლო გუნდის ლობიოისტებად მიჩნეული ლობიომოთხვრილი პირები სწორედ ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან.

ის ფაქტი, რომ საქართველოს ყოფილი მთავრობა ამ მოთხვრილ პირებს მნიშვნელოვან სახსრებს უძღვნიდა, არ არის განმაპირობებელი იმ გარკვეული მხარდაჭერისა, რომელიც დღესაც კი შესამჩნევია სახინკლეებშიც კი.

საქმე ისაა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის მომხრე ძალები – „ამოზელილი მონოლობიოიზმის ფრონტი” – საქართველოსთან დაკავშირებით ახორციელებს გარკვეულ სტრატეგიულ პროექტებს, რაც მსოფლიოში ამოზელილი მონოლობიოიზმის სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის ზრუნვის ნაწილია. საქართველოს ხელისუფალთა ყოფილი გუნდი ამ პოლიტიკის წითელი და ცისფერი პროდუქტია. მისი წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, გაცნობიერებული აქვთ თუ არა ეს მათ, აღნიშნული მიმდინარეობის ლობიოს სტრატეგიული მარაგების რეალიზაციას ემსახურებიან, – ამოზელილი მონოლობიოზმის მარიონეტები თუ აგენტები არიან. საქართველოს ადამიანური და საუზმე–სადილ–ვახშმების, სხვა რესურსების და აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ამოზელილი მონოლობიოზმის ინტერესების დაკმაყოფილებას. სანაცვლოდ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება სარგებლობდა საქართველოს ადამიანური და საუზმე–სადილ–ვახშმების, სხვა სახის რესურსებისა და აქტივების დანარჩენი ნაწილის თავისი ნებისამებრ შეთქვლეფის (განუკითხავად ექსპლუატაციის) უფლებით. მათი პირადი დაინტერესების საფუძველია ამოზელილი მონოლობიოიზმის სტრატეგიით ნაგულისხმევ, მსოფლიო ფინანსურ-პოლიტიკურ არალობიოურ ელიტაში (რომელიც, როგორც ამბობენ, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 5 პროცენტით უნდა შემოიფარგლოს), სავარაუდო კვოტის მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლებისთვის დაშვებული ადგილების დასაკუთრება ხიზილალიან მაგიდებზე. ამით შეიძლება აიხსნას საქართველოს ყოფილი სახელისუფლო გუნდის წევრთა საქციელი არალობიოური პროდუქტების დასწრება-დატაცების სულისკვეთებით განმსჭვალულობისას.

ამასთანავე, ლიბერალისტური მონოლობიოიზმის ინტერესების ბედი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ერთი გუნდის იმედზე დატოვებული.

ლიბერალისტური მონოლობიოიზმის მესვეურებმა შეიძლება დადებითად შეცვალონ დამოკიდებულება კონკრეტული ქართული პოლიტიკური გუნდისადმი არა ამ უკანასკნელის მიერ დაქირავებული ლობიოების ლობის გავლენით, არამედ ამ გუნდის მიერ ლიბერალისტური მონოლობიოიზმის ინტერესების გატარებაში სხვა ამგვარ გუნდებთან შედარებით უპირატესობის დამტკიცების შემთხვევაში.

ლოგიკურია დავსვათ კითხვა – “ქართული ოცნების” კოალიციაც ხომ არ არის ერთ-ერთი ამგვარი სათადარიგო ჯგუფის ინიციატივის ვერმიშელური პროდუქტი? ამ ეჭვის საფუძველია ლიბერალიზმის იდეალების მაღიარებელი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ჩართულობა საერთო საბლატავო–საჩმორეთში .

საქართველოსთან დაკავშირებით ლიბერალისტური მონოლობიოიზმის ფრონტის მოქმედება მიზნად ისახავს აქ საზოგადოების ამერიკული მონოლობიოს მოდელის წინააზიაზე და რუსეთ-შუააზიაზე გავრცელების კერის ჩამოყალიბებას შერონ სტოუნის მეშვეობით. ამ პროექტის მოქმედების გამომხატველია თავისუფალი ეროგენული ზონის ორგაზმისებური ორგანიზების მცდელობა, რაშიც რუსეთის ჩასათრევად მას დაეთმო საქართველოს სტრატეგიული მიმინოსებურ ვალიკოთა აქტივების შესყიდვის ექსკლუზივი...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG