Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუცია! ანუ ვაცლავ ჰაველი – თავისუფალი ჩეხეთი


ავტორი: მარიამ მუთიძე

მე პაციფისტი ვარ! თავისუფალი აზრის და ნების მოყვარე.
ჩემთვის რევოლუცია ნიშნავს გათავისუფლებას რეჟიმისგან, ყოველთვის როცა ადამიანური თავისუფლების მოპოვებაზე ვფიქრობ სულ ვაცლავ ჰაველი მახსენდება, ადამიანი რომელსაც პირველად ისტორიის სახელმძღვანელოს ფურცლებზე შევხვდი, ჩემი ყურადღება მიიქცია იმან თუ როგორ უანგაროდ უმკურნალა ქვეყანას და იხსნა კოპმუნიზმის კლანჭებისდაგან.
ის ხელოვანი დისიდენტი იყო, რომელიც თავის დროზე ჰიპიც იყო და 5 წელი ციხეში გაატარა თავისუფალი ნების გამო.

'გამოსვლის' შემდეგ კვლავ დაიწყო ქვეყნის გათავისუფლებაზე ფიქრი.. რუსი კაკებეშნიკები დაუფარავად დაჰყვებოდნენ, აკონტროლებდნენ მის ყოველ ნაბიჯს, ის ამას არ შეუშინებია..
შეუდგა ჩეხი და სლოვაკი ერის გამოფხიზლებას, და სწორი არჩევანნის გაკეთებისკენ მოუწოდა. მაშინ ამ ორ მოძმე მაგრამ მაინც განსხვავებულ ხალხს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და ქვეყანა 2 დამოუკიდებელ ქვეყნებად გაიყო, მე ვფიქრობ რომ ეს სწორი გადაწყვეტა იყო.
ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ როცა ჯერი დადგა აერჩიათ მმართველი პრეზიდენტი ჰაველი წერს რომ გაოცებული იყო მისი კანდიდატურის წაყენების მოთხოვნით, თუმცა ბოლოს მაინც მოგვევლინა როგორც ჩეხეთის პრეზიდენტი და ის ამ ერისთვის დღემდე უსაყვარლეს პრეზიდენტად და ადამიანად დარჩა.
8 აგვისტოს მოვლენების შემდგომ ჰაველი იმ 8 პრეზიდენტს შორის იყო, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად საქართველო ში ჩამოვიდა, და მოგვიწოდებდა არ დავნებებულიყავით, რომ პატარა ქვეყნები არ უნდა მოექცნენ დიდი ქვეყნების ჩრდილში. ამან ჩემში მისდამი სიმპათია გააძლიერა.
ჰაველი იყო კარგი სცენარისტი და მწერალი, ქართულად ნათრაგმნია მისი ავტობიოგრაფია "გთოვთ მოკლედ" და აბსურდული პიესების კრებული. წიგნში გთხოვთ მოკლედ მოთხრობილია ჰაველის და ჩეხეთის გზა თავისუფლებამდე, ის მის სიცოცხლეშივე ითარგმნა ქართულად და მოყოლებული აქვს წინასიტყვაობა ქართველი მკითხველისთვის.

ყოველთვის ვვოცნებობდი სამყაროს შემქმნელს ჩევნთვისაც გამოეგზავნა ჰაველის მაგვარი ადამიანი რომელიც უანგაროდ და ხალხის სიყვარულით ემსახურებოდა ქვეყანას, თუმცა არ ვიცი თუ თქვენ იცნობ ადამიანს რომელიც შეიძლება იყოს ჰაველის გაგრძელება საქათველოში ნუ შეზღუდავთ, დაე მოგვევლინოს მშველელად.. და თუ ფიქრობთ რომ ეს თქვენ ხართ იმედი მაქვს სწორად გაიგებთ დემოკრატიული და ლიბერალური ქვეყნის შენების იდეას და სწორად განახორციელებთ თქვენს მისიას :) წამატებები. როგორც ჰაველი იტყოდა:
"ყველაზე უფრო ბანალური და შეუმჩნეველი გამოვლინებების სემთხვევაშიც კი სიცოცხლე დაუჯერებელი სასწაულია, ზოგჯერ მშვენიერი, ზოგჯერ დაძაბული და ზოგჯერაც დამთრგუნველი ზღაპარი"

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG