ვაგრძელებთ საუბარს აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვსიტოს ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით. ვის რა ვითარებაში მოუსწრო ომმა და რა დასკვნებია გამოტანილი წლების შემდეგ.
პროგრამა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემის სტუმრები არიან მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდ „ტასოს“ დირექტორი, და ნინო საყვარელიძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლებსი თბილისის სტუდიაში.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.