Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომანტიზმის საბურველში გახვეული ომი


ანდრეა ზემსკოვ-ცუგე და ალეკო ცქიტიშვილი
ანდრეა ზემსკოვ-ცუგე და ალეკო ცქიტიშვილი

გადაცემაში შემოგთავაზებთ ორ ინტერვიუს. ეთნიკურად აფხაზი ქალი ჰყვება ომში წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყეტილების შესახებ - იმაზე, თუ როგორ აიღო ხელში იარაღი ჯერ თვითონ და შემდეგ უკვე მისმა ძმამ, როგორ იბრძოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ხალხს არ ადანაშაულებს მომხდარში და ფიქრობს, რომ შეუძლია კვლავ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს იმათთან, ვინც ომის დროს ფრონტის მეორე მხარეს იდგა. დევნილი ქართველი რესპონდენტის მეხსიერებაში ომი სხვაგვარად აღიბეჭდა - მისთვის ომის მოგონება დაკავშირებულია მსხვერპლსა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან. გადაცემის სტუმრები კი საუბრობენ ომის რომანტიზაციასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩამოსცილდეს ომს რომანტიკული საბურველი.

გადაცემის სტუმრები:

ანდრეა ზემსკოვ-ცუგე - „ბერგჰოფის ფონდის“ პროექტის კოორდინატორი;

ალეკო ცქიტიშვილი - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი.

გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

გადაკვეთის წერტილი
please wait

No media source currently available

0:00 0:25:00 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG