Accessibility links

გადაცემაში შემოგთავაზებთ ორ ინტერვიუს. ეთნიკურად აფხაზი რესპონდენტები ჰყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ შეაკავშირა აფხაზი ხალხი ომმა, რომ ეს იყო ომი სამშობლოსთვის და რომ დღესაც ომში მონაწილეობა საგმირო საქმეა. გადაცემის სტუმრები საუბრობენ იმაზე, თუ რა სტერეოტიპები არსებობს ამ ომის თაობაზე ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებში და როგორ უშლის ხელს ამ სტერეოტიპების რღვევას კომუნიკაციის დეფიციტი.

გადაცემის სტუმრები:

მარგარიტა ახვლედიანი - ინტერნეტ პორტალ „ჯემნიუსის“ მთავარი რედაქტორი;

ხატია უბირია - სამართლის მაგისტრი.

გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG