Accessibility links

„ქვილთის ხელოვნების“ გამოფენა

ბაღდათის რაიონის სოფელ ოფჩის ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მოეწყო ქვილთის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. ორგანიზაცია „არქეიდის“ დამფუძნებლებმა პირველი სახელოვნებო პროექტი სწორედ აქედან დაიწყეს. თბილისიდან ორი არტისტი ჩავიდა, საზაფხულო რეზიდენციის ფარგლებში, ტექსტილის სახელოსნო შექმნეს, ჩაიტანეს საკერავი მანქანები, ფერადი ნაჭრები და სოფლის ბავშვებისთვის ქვილთის ტექნიკის შესწავლა დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG