როგორია ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დიალოგისა და მოლაპარაკებების ისტორია და დღეს არსებული პერსპექტივები; რას გულისხმობდა ე.წ. აფხაზური კომისიის მიერ შემუშავებული წინადადება; რა შესთავაზა ვლადისლავ არძინბამ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სოხუმში ჩასულ ქართულ დელეგაციას; რატომ ვერ განხორციელდა „ბოდენის გეგმა“?
პროგრამა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემის სტუმრები: დიტერ ბოდენი - დიპლომატი, ელჩი; შოთა შველიძე - ბერგჰოფის ფონდის პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.
-
ნინო ხარაძე
ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან.