14 სექტემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მხატვარი გია ბუღაძე, რომლის ნამუშევრების გამოფენასაც დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა მასპინძლობს.
გამოფენა,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” სხვადასხვა თემაზე შექმნილ ოთხი მხატვრული ციკლს აერთიანებს: ,,ბიბლიოგრამა”, ,,თვლა”, ,,ანაბეჭდები” და საკუთრივ ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის”. გამოფენა 27 სექტემბრამდე გრძელდება;
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.