"ღიმილი ნაომარ ქალაქში"
გორში თეატრალური კომედიის ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება და წელს ის საერთაშორისო გახდა. ქართული დასების გარდა, გორში უკრაინისა და ბულგარეთის თეატრები ჩამოვიდნენ. „დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ - ესაა ფესტივალის მთავარი სლოგანი და თითქმის ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ქალაქების თეატრალური დასები მაყურებლის წინაშე თავიანთ რეპერტუარში არსებული კომედიური ჟანრის სპექტაკლებით წარდგებიან. ფესტივალი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლ შექსპირის „შეცდომათა კომედიით“ გაიხსნა (რეჟისორი - გურამ ბრეგაძე). ფესტივალი გორის მერიის პატრონაჟით იმართება, პარტნიორია კულტურის სამინისტრო და გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი. გორში 22 თეატრალური დასი წარმოადგენს საკუთარ შემოქმედებას. ფესტივალს დააკვირდება პროფესიული ჟიურის სამ-სამკაციანი 5 ჯგუფი. თეატრმცოდნეები მორიგეობით იმუშავებენ და ყოველი დღის ბოლოს გაარჩევენ ნანახ სპექტაკლს. ფესტივალი დათო ევგენიძის კონცერტით დასრულდება. გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან