19 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმრები იყვნენ Jumpstart Georgia-ს წარმომადგენელი, პროექტ GoGo Code-ის ხელმძღვანელი ნინო მაჭარაშვილი და ამავე პროექტის ინსტრუქტორი, პროგრამისტი თამუნა კეშელავა.
Gogo Code არის პროგრამა, რომელიც საქართველოში თინეიჯერ გოგონებს პროგრამირების საფუძვლებს ასწავლის და მხარს უჭერს მათი ტექნოლოგიებით დაინტერესებას.
Gogo Code არის 10-დღიანი ბანაკი საქართველოში, რომელიც მესტიასა და თბილისში გაიმართება. ბანაკი უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-16 წლის გოგონებს (თბილისის ბანაკი ღიაა ამავე ასაკის ბიჭებისთვისაც).
რა შეიძლება ისწავლოს პროგრამირებით დაინტერესებულმა მოსწავლემ 10 დღის განმავლობაში, რა ბარიერებს აწყდებიან გოგონები ტექნოლოგიებით დაინტერესებიდან შესაბამისი სპეციალობის არჩევამდე და რამდენად მზარდია
ინტერესი ახალ თაობებში - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმრებთან.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.