საბერძნეთის მთავრობამ ბიუჯეტის დასაზოგად მოულოდნელ ზომას მიმართა - საზოგადოებრივი მაუწყებელი დახურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათ საღამოს გამოაცხადეს, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყვიტა როგორც საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, ისე რადიომ. მართალია, გაკეთდა განცხადება, რომ საბერძნეთში მიმდინარე ზაფხულშივე ამოქმედდება ახალი, უფრო მომცრო საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ ყურადღების ცენტრში დახურვის ფაქტი რჩება. პროტესტის გამოსათქმელად ხუთშაბათს გენერალური გაფიცვა გაიმართება.
საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაციის - ERT-ს - ტელე და რადიოარხებმა ერთი ხელის მოსმით შეწყვიტეს მუშაობა. უმუშევარი დარჩა მათი 2700-მდე თანამშრომელი. ათენის ჩრდილოეთით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შტაბბინასთან, ათასობით ადამიანი შეიკრიბა პროტესტის გამოსათქმელად, მაუწყებლის ჟურნალისტებმა უარი თქვეს შენობის დატოვებაზე და პროგრამებზე მუშაობა გააგრძელეს - ინტერნეტის მეშვეობით სამაუწყებლოდ.
„ფულის ფლანგვის, კორუფციისა და არასწორი მართვის ბუდე“ - ასე მოიხსენია საზოგადოებრივი მაუწყებელი საბერძნეთის მთავრობის პრესმდივანმა სიმოს კედიკოგლუმ სამშაბათ საღამოს გაკეთებულ განცხადებაში:
„ERT-ში დღეს შექმნილი ვითარება სკანდალურია და ამას ყველა ყოველდღე ხედავდა, თუმცა ვერავინ ბედავდა მისთვის ხელის ხლებას. ეს ყველაფერი დღეს და ახლა მთავრდება. მთავრობამ გადაწყვიტა ERT -ს დახურვა ამჟამინდელი სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში და მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად. მაუწყებლობა შეწყდება ამ საღამოს, პროგრამის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა სამშაბათს საბერძნეთის მთავრობის პრესმდივანმა.
ცნობების თანახმად, საბერძნეთს აქამდე წელიწადში 300 მილიონამდე ევრო უჯდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება.
მთავრობის პრესმდივნის თქმით, შემოდგომამდე ამუშავდება ახალი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც ნაკლები თანამშრომელი ეყოლება და მაინც უფრო ეფექტიანად იმუშავებს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებულ თანამშრომლებს მოუწოდეს, განაცხადები შეიტანონ ახალ მაუწყებელში სამუშაოდ.
ეს თანამშრომლები კი ამბობენ, რომ მათზე შოკივით იმოქმედა მთავრობის მოულოდნელმა ნაბიჯმა. ჟურნალისტი კატერინა იოანიდუ, რომელიც 13 წელი მუშაობდა ERT-ში, ამბობს, რომ არამარტო სამუშაოს დაკარგვა იწვევს მისი და მისი კოლეგების უკმაყოფილებას:
„ჩვენ საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ სულს ვიღებდით რიგიანი საინფორმაციო არხისათვის. ღამეებს ვათენებდით, რაშიც ფულს არასდროს გადაგვიხდიან. ხელფასი ნოემბრიდან არ მიგვიღია არავის, ვინც აქ ასე თავდადებით მუშაობს. მთელი ეს შრომა წყალში ჩაგვეყარა. ასე, უბრალოდ, გარეთ გვყრიან. სამარცხვინო ამბავია, დამამცირებელი ...“
საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ოთხშაბათს დილას გაიფიცნენ საბერძნეთის სხვა საინფორმაციო საშუალებების თანამშრომლები, ხოლო ხუთშაბათისთვის ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა მზადდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვა - ზომა, რომელიც ამ მძაფრ რეაქციას იწვევს, საბერძნეთის საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვას ემსახურება. ქვეყანას დიდი ვალები აქვს და ექვსი წელია, რეცესიიდან ვერ გამოდის. უცხოელი დონორები მოითხოვენ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, გადასახადების გაზრდასა და სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებასთან ერთად, რათა საბერძნეთს მიაწოდონ კრედიტები 240 მილიარდი ევროს მომცველი ფონდიდან.