საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ 17 ნოემბრიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას წარუდგინა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რომელმაც სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შექმნილ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლკოვნიკმა ჭელიძემ თქვა, რომ კრწანისის ცენტრი მზად არის უმასპინძლოს ნატოს წვრთნებს.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.