პრაღაში, რადიო თავისუფლებას ეწვია ბრიტანული კერძო უნივერსიტეტის, „პრაგ კოლეჯის“ სტუდენტი გურამ რუხაძე, რომელიც ახლა გრაფიკულ დიზაინს სწავლობს და გეგმავს, იქვე გააგრძელოს სწავლა სახვით ხელოვნებაზე.
გურამ რუხაძე მხატვარი და ველოსიპედის მოტრფიალეა. გადაცემის წამყვან ოქროპირ რუხაძეს უამბობს ეკრანსა და პალიტრაზე ფერის შერჩევის სპეციფიკაზე, იმაზე, თუ როგორ მუშაობს მუსიკის ზეგავლენით და იმის შესახებ, რატომ არ მოსწონს ხელოვნების მარტო მოგებისთვის გამოყენება.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.