28 ივლისს ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დღეიდან კვირის ჩათვლით რამდენიმე ქალაქში წარმართავენ კამპანიას ცე ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალო მედიკამენტების გაიაფებისთვის. საქართველოში ამ დაავადების მკურნალობა 15 000 დოლარი ჯდება. „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ ბოლო რამდენიმე წლის კამპანიამ კონკრეტული შედეგი გამოიღო და მომავალში შესაძლებელია მეტის მიღწევაც. რა კონკრეტული საკითხების მოგვარებას მიიჩნევს დღეს სამოქალაქო სექტორი პრიორიტეტულად ცე ჰეპატიტის მწვავე პრობლემის გადასაჭრელად? ამ თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია: მარი ჩოხელი, „ფონდ ღია საზოგადობა - საქართველოს“ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პროგრამის მენეჯერი და ინა ინარიძე, „მსოფლიო ექიმები - საფრანგეთის“ საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამის კოორდინატორი.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1