1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ მოსკოვში ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის პაქტს, რომლის შედეგადაც, მომდევნო თვეში საბჭოთა კავშირი და გერმანია პოლონეთში შეიჭრნენ. შეთანხმება "მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის" სახელით არის ცნობილი, რადგან მას ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა. ამ შეთანხმების შედეგად ჰიტლერს შეეძლო პოლონეთზე თავდასხმა საბჭოთა კავშირის საპასუხო რეაქციის შიშის გარეშე. ამავე დროს, ჰიტლერმა და სტალინმა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა საკუთარი „გავლენის სფეროებად“ გაინაწილეს.
75 წლის წინ: მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი
12
საბჭოთ კომისარი ბოროვიცკი თანხმლებ ჯარისკაცთან ერთად. ბრესტი.
13
გერმანელი ვიცე-პოლკოვნიკი გუსტავ-ადოლფ რიბელი ხელს ართმევს ბრიგადის გენერალ სემიონ კრივოშინს ბრესტში ჩატარებულ ერთობლივ აღლუმზე.
14
ბრიტანული კარიკატურა თავდაუსხმელობის პაქტზე, რომელიც გაზეთ "ივნინგ სტანდარტისთვის" დახატა დევიდ ლოუმ. 1939 წლის 20 სექტემბერი.
15
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ნაწილი, რომელიც გაზეთმა "პრავდამ" გამოაქვეყნა 1939 წლის 28 სექტემბერს.
16
სტალინი და რიბენტროპი "ნიუსუიკის" გარეკანზე. 1939 წლის 9 ოქტომბერი.
17
მოლოტოვი (მარცხნივ) ბერლინში. 1940 წლის 14 ნოემბერი. თავდაუსხმელობის პაქტი ძალაში დარჩა 1941 წლის 22 ივნისამდე, როდესაც გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.