Accessibility links

ჰიტლერული ბლიცკრიგის ხელახალი ანალიზი


ავტორი: შოთა მშვენიერაძე

მას შემდეგ, რაც საბჭოთა რესპუბლიკიდან, პოსტ-საბჭოთ სახელმწიფოდ ვიქეცით, ანუ მას შემდეგ რაც პრესას იდეოლოგიური ცენზურა მოეხსნა, საქართველოში სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდა იმ იდეებისა და ღირებულებების შესახებ კამათი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტაბუდადებულად ითვლებოდა. დაწყებული იმით, თუ რომელი იყო უპირატესი სტალინი თუ ჰიტლერი (რატომღაც საქართველოში ხშირად ხდება იდეების კონკრეტულ ლიდერებთან გაიგივება, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამასთან არაადეკვატურად მიმაჩნია სხვა სახელმწიფოებისა და ლიდერების როლის დაკარგვა, ომში შეტანილი წვლილის ოდენობის მიუხედავად, იქნება ეს ჩერჩილი, მუსოლინი თუ ტოჯო) -დამთავრებული იმით თუ რამდენად რეალური და მისაღები იყო როზენბერგის თავისუფალი კავკასიის იდეა გერმანიის მმართველ წრეებში.

უნდა ვაღიარო, ეს თემები საკმაოდ საინტერესოა, თუმცა მე განვიხილავ არა რომელიმე ზემოხსენებულს, არამედ იმას თუ რამდენად რეალური იყო ბლიცკრიგით „ურალამდე რუსეთის“ ტერიტორიის მოკლე დროში დაპყრობა, და რა პოლიტიკურ შედეგამდე მიგვიყვანდა ეს.

პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ რუსეთში წარმატება, მთელს ომში წარმატება იქნებოდა, ვინაიდან „ვერმახტის“ შემობრუნება დასავლეთისკენ, „ლუფტვაფეს“ მთელი საბრძოლო მარაგითა და „ჰეერის“ საომრად მოტივირებული ახლაზრდობით, ოპერაცია „ზღვის ლომის“ წარმატების გარანტი იქნებოდა. ბრიტანეთის კუნძულების ოკუპაცია, კი გერმანიას დომინირებას მოუტანდა მთელს ევროპაზე და ბრძოლა კოლონიებში გადაინაცვლებდა, თუმცა კი მისი ბედი უკვე წინასწარ იქნებოდა განსაზღვრული ნაცისტების სასარგებლოდ.

მაგრამ, არსებობდა ერთი გარემოება. კერძოდ ეს იყო ის, რომ თუკი ბლიცკრიგი მცირე ტერიტორიული მასშტაბების ქვეყნის წინააღმდეგ ომში, ძალიან მცირე დანაკარგის ფასად, მოკლე დროში ეფექტურ გამარჯვებას იძლეოდა, მაშინ მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტერიტორიული რესურსების მქონე ქვეყანასთან ტოტალურ ომში შესვლა გერმანიისთვის, კატასტროფული შედეგით შესაძლოა დამთავრებულიყო (როგორც ეს მოხდა რეალურად).

ასევე ყურადსაღები ფაქტორია ისიც, რომ თუკი მაშინდელი დიდი ფართობის მქონე სახელმწიფოები, კოლონიურ იმპერიებს წარმოადგენდა და სხვადასხვა კონტინენტზე იყო გადაშლილი, საბჭოთა რუსეთი აქაც ინარჩუნებდა ‘არაორდინალურობას’ და საერთო საზღვარში გაერთიანებულ, ფედერაციული ხასიათის რესპუბლიკების კავშირს ქმნიდა. საბოლოო ჯამში ერთი ფრონტის არსებობა, სხვა უკვე ნახსენებ ფაქტორებთან ერთად რუსეთისთვის სტრატეგიულად ხელსაყრელ მდგომარეობას ქმნიდა.

და ბოლოს უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, ადოლფ ჰიტლერი აანალიზებდა თუ არა ამ ყოველივეს 1941 წელს, ვერმახტს მაინც ჰქონდა წარმატების შანსი, და ეს უკანასკნელი მთლიანად დამყარებული იყო საბჭოთა მთავარსარდლის, ამ შემთხვევაში სტალინის ფსიქოლოგიაზე.

თუკი, სსრკ-ში შეჭრის პირველივე კვირებში დაკარგული არაერთი მნიშვნლოვანი ქალაქი და უზარმაზარი სამხედრო რესურსები, საბჭოთა ხელმძღვანელობაზე იმდენად გამანადგურებლად იმოქმედებდა, რომ ჩათვლიდა წარმატების არავითარი პერსპექტივა არ არსებობდა და კაპიტულაციას დათანხმდებოდა, დღევანდელი მსოფლიო რეალობა განსხვავებული იქნებოდა (უნდა ითქვას, რომ მოსკოვის ბრძოლისას, არსებობდა ამის რეალური საშიშროება, და ეს ვერსია, როგორც ომის ყველაზე უსისხლო მოგვარების გზა როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, მოსკოვის მმართველ წრეებში იდეის დონეზე, ერთადერთ გამოსავლად მიიჩნეოდა, ხოლო რაიხსკანცელარიაში აქტიურად განიხილებოდა).

დაწერეთ კომენტარი აქ

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG