Accessibility links

site logo site logo

თბილისში ჰოლოკოსტის დროს დაღუპულები გაიხსენეს


თბილისში ჰოლოკოსტის დროს დაღუპულები გაიხსენეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

27 იანვარს თბილისში ჰოლოკოსტის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება სახალხო დამცველის აპარატისა და ფონდ „ლეას“ ორგანიზებით ჩატარდა და მას დიპლომატები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა სანთლების დანთებით მიაგეს პატივი ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა ხსოვნას. 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც 1945 წელს, ამ დღეს, საბჭოთა ჯარებმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG