Accessibility links

ჩეხეთი იხსენებს იან პალახის თვითდაწვის აქტს

1969 წლის 16 იანვარს, 20 წლის სტუდენტმა, იან პალახმა, პრაღაში თვითდაწვის აქტს მიმართა, 1968 წლის აგვისტოში ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ძალების შეჭრის გაპროტესტების მიზნით. მიღებული დამწვრობის შედეგად ის სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. პალახის დასაფლავების ცერემონია გადაიქცა მასობრივ დემონსტრაციად, რომელიც აპროტესტებდა საბჭოთა კავშირის მიერ "პრაღის გაზაფხულის" ლიბერალური რეფორმების ჩახშობას. პალახის პოლიტიკურმა აქტმა კიდევ ორ ჩეხს, იან ზაიცს და ევჟენ პლოცეკს უბიძგა საპროტესტო თვითდაწვისკენ მომდევნო თვეებში, რასაც სხვა კომუნისტურ ქვეყნებშიც მოჰყვა მსგავსი აქტები. 1989 წელს, პალახის სიკვდილის მეოცე წლისთავზე, მისი ხსოვნის პატივსაცემად გამართული თავყრილობა გადაიქცა მასობრივ ანტიკომუნისტურ საპროტესტო აქციად. ამან დამატებითი ბიძგი მისცა ხავერდოვან რევოლუციას, რომელმაც იმავე წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობას მიაღწია.
მეტი აჩვენე

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG