ბავშვობიდან განცდილი თანასწორობა
ერთი წელია, რაც თბილისის საბავშვო ბაღებში აღადგინეს ფსიქოლოგის შტატი. მაგრამ ბაღების ნაწილს დღემდე არ ჰყავს არც ფსიქოლოგი, და არც სპეცპედაგოგი. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ ხორციელდება ინკლუზიური განათლება, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 2007 წლიდანაა დანერგილი. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 166 საბავშვო ბაღში 770 სპეციალური საჭიროების ბავშვი დადის. საჯარო ბაღებს უფლება არა აქვთ, სპეციალური საჭიროების ბავშვი ბაღში არ მიიღონ, თუმცა, სპეცპედაგოგთა დეფიციტის გამო, მშობლები თავად ამბობენ უარს ბაღში ბავშვის მიყვანაზე. თბილისის მე-6 ბაგა-ბაღში ინკლუზიური სწავლების თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვთ, თუმცა იქაც აღიარებენ, რომ ჯგუფებში, სადაც 30-ზე მეტი ბავშვია, ძნელია სასწავლო პროცესში სპეციალური საჭიროების ბავშვთა ინტეგრირება. რადიო თავისუფლების ვიდეოსიუჟეტი იმაზე მოგითხრობთ, თუ რამდენად შედეგიანია ინკლუზიური განათლება საბავშვო ბაღებში.
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები
დაწერეთ კომენტარი