16 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო კომუნიკაციების სპეციალისტი, ინტერნეტფორუმ თბილისის დამაარსებელი, მირიან ჯუღელი.
საერთაშორისო ორგანიზაცია “Freedom House”-მა გამოაქვეყნა ანგარიში ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოც არის მიმოხილული. ანგარიში 2015 წლის მაისიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მისი შეფასებით, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო თავისუფალი ქვეყანაა, თუმცა მისი მონაცემი წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუარესდა. პოზიციის გაუარესება განპირობებულია “ვორდპრესისა” და “იუტუბის” დროებით დაბლოკვით და ინტერნეტმომხმარებელ სულხან წულაძის ინტერნეტში ხუმრობის გამო ერთთვიანი პატიმრობით.
ინტერნეტ-ვებგვერდებზე წვდომის თვალსაზრისით, საქართველო შეფასებულია, როგორც თავისუფალი ქვეყანა.
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.