Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერიკ რუბინი: იმედი გვაქვს, პარტიები პრო-დასავლურ ორიენტაციას განამტკიცებენ


ერიკ რუბინი
ერიკ რუბინი

"ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ერიკ რუბინთან და მას საქართველოში მიმდინარე აქტიუალურ მოვლენებზე ესაუბრა.​

ერიკ რუბინი
ერიკ რუბინი

ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებდით რიგის სამიტის შედეგებს? რა გზა აქვს საქართველოს ამის შემდეგ გასავლელი?

ერიკ რუბინი: მადლობა ინტერვიუს შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ თქვენს აუდიტორიას მივმართო. ამერიკის შეერთებული შტატები თავიდანვე მხარს უჭერდა ევროკავშირის ამ მნიშვნელოვან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არ გახლავართ. ამ კონტექსტში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა-სამი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, აგრძელებს პროგრესის გზას და უფრო მტკიცედ მიიწევს საკუთარი ხალხის მიერ არჩეული გზით ევროპასთან უფრო მჭიდრო და ღრმა ინტეგრაციისკენ. ამ მხრივ, რიგის სამიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა, ამ ძალიან მაღალი რანგის სამიტზე ევროკავშირის ყველა წევრი შეთანხმდა, რომ სამივე ქვეყანას აქვს ნათელი წინსვლა და მათი სვლა ამ მიზნისკენარის შეუქცევადი, ეს არის ის, რისაც ჩვენც გვჯერა. ასევე გვწამს, რომ სამიტის დასკვნით დოკუმენტში გზავნილი ძალიან ძლიერი და ნათელი იყო, მან დაადასტურა, რომ სამივე ქვეყანას აქვს პროგრესი როგორც ასოცირების შეთანხმების, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების გზაზე. დოკუმენტმა დაადასტურა ისიც, რომ ვილნიუსში მიღწეულ ხედვას აქვს კონკრეტული გეგმა, და რომ მისი განხორციელება რეალურად ხდება.

ამერიკის ხმა: კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რათა ამ ხედვის რეალიზება უფრო დააჩქაროს?

ერიკ რუბინი: ქართველი ხალხი და ქვეყნის მთავრობა იმსახურებს იმის აღიარებას, რომ კონკრეტულ პროგრესს მიაღწია. იმ გრძელი და რთული გასაკეთებელი საქმეებიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დაუდგინა, როცა ასოცირების შეთანხმებას აფორმებდა, ამ ქვეყანამ მართლაც ბევრი გააკეთა. ჩვენ ამას ცალსახად ვაცხადებთ. ისევე როგორც მიღწეული იქნა პროგრესი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ნატოსთან თავსებადობის, ნატოს სტრუქტურებთან დამეთოდებთან დაახლოებისკენ ან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობითგადადგა. ამ რეალურ პროგრესს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაღიარებთ. თუმცა ამავე დროს, წინ არის რა არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი, წელს ჩვენ ვგეგმავთ სერიოზული და ტექნიკური სახის დახმარება გავუწიოთ საქართველოს, არამარტო ნატოსთან ურთიერთობის გზაზე, არამედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებისთვის დაკისრებული ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი მიზნების მისაღწევად.

ამერიკის ხმა: რა კომენტარს გააკეთებდით მთავარ ოპოზიციურ პარტიაში- ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებზედა რა დატვირთვა შეიძლება მათ ჰქონდეთწინასაარჩევნოდ?

ერიკ რუბინი: ჩვენი გადასახედიდან, ჩვენ, ისევე როგორც ქართველი ხალხის უმრავლესობას, სურს ჰქონდეს მრავალპარტიული, თავისუფალი, კონკურენტული გარემო, სადაც ლიდერებს და პარლამენტს თავისუფალი მედიის და გამოხატვის თავისუფლების პირობებში აირჩევს. ასეთია ქართველი ხალხის არჩეული ხედვა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა პარტია, ერთობლივად, ამ საერთო მიზნების მისაღწევად იმუშავებს, მაშინაც კი, როცა ისინი მცირეოდენი განსხვავებით არ ეთანხმებიან ერთმანეთს. უთანხმოება, პაექრობა, შეჯიბრი- ნორმალური პოლიტიკური პროცესის ნაწილია. ასევე ის, რომღია და თავისუფალი დებატების არსებობა დაცული უნდა იქნას. მაგრამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია გაერთიანდება მოსახლეობის პრო-დასავლური მისწრაფებების უზრუნველსაყოფად, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისა და ნატოს წევრობისკენ მიმავალი მიზნების მისაღწევად. მე კონკრეტულ ადამიანებზე და პარტიებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს საქართველოს არჩევნებია, ჩვენ კი მხარს ვუჭერთ პროცესებს, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს და მას მესამედ თავისუფალი არჩევნების ჩატარების საშუალებას მისცემს.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, რა სიგნალს გზავნის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა საერთაშორისო ფორუმებზე და რამდენად ეფექტურია ამ დროს საქართველოს მთავრობის მხრიდან რეგულარულად მოთხოვნა იმისა, რომ მისი ექსტრადიცია განხორციელდეს?

ერიკ რუბინი: მნიშვნელოვანია იმის გამეორება, რომ როგორც წაარსულში გვითქვამს, საქართველოს წინაშე მრავალი გამოწვევაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა, პოლიტიკოსები, მთელი პოლიტიკური სისტემა და მისი წევრები ყურადღებას მიმართავენ მომავლისკენ, და არა წარსულისკენ. წინ მრავალი საქმეა, არა მხოლოდ ნატოს სამოქმედო გეგმის განხორციელების გზაზე, არამედ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებისთვის, ვიზა ლიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმების ყველა ბენეფიტის მისაღებად. ბევრია გასაკეთებელი ეკონომიკურ ფრონტზეც და ჩვენ ამ პროცესში დახმარების გაწევა გვინდა-მეტი სამუშაო ადგილის, მეტი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ქართველების გადასაწყვეტია, თუ როგორ აპირებენ ისინი ამ გამოწვევების გადალახვას და როგორ მიუსადაგებენ მას საკუთარი მართლმსაჯულების ბაზას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარსულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ქვეყნის განვითარებას და წინსვლას არ შეუშალოს ხელი.

ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, თუმცა ამის მეტს არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ საკუთარი ბედი და კონკრეტული საკითხები თავად ქართველების გადასაწყვეტია.

XS
SM
MD
LG