Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ჯაში


5 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ჯაში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი. მან ილაპარაკა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ნიუანსებზე. გიორგი ჯაშმა განმარტა შენგენის ქვეყნებში ლეგალურად მიმოსვლის გზები და ის შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება საგანგებო ვიზის მიღება (მაგალითად, როცა ის აპირებს მუშაობას, ხანგრძლივად მკურნალობას, ან განათლების მიღებას). "დილის სტუმრის" თქმით, უვიზოდ მიმოსვლა ბევრ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას შენგენის ქვეყანაში მოკლევადიანი ვიზიტის დროს პირადად ნახოს და მოიპოვოს ინფორმაცია იქ დასაქმებისა, თუ სხვა საქმიანობის შესახებ; გამოიყენოს ეს დრო შემდგომი ხანგრძლივი ურთიერთობების ლეგალურად მომზადებისთვის. ამ გზით საქართველოს მოქალაქე თავიდან აიცილებს არალეგალურად ყოფნის თანმდევ სირთულეებს და შესაძლებლობა ექნება მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება. სტუმარმა განმარტა შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მოპოვების ძალიან მცირე ალბათობაც. გიორგი ჯაშმა ილაპარაკა აგრეთვე უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების მექანიზმზე და ფაქტორებზე, რომელთა ერთობლიობაც ამ მექანიზმის ამოქმედების პერსპექტივას ქმნის. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG