Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი მუმლაძე


1 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მუმლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეების გარშემო ბოლო ათი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებსა და გავრცელებულ განცხადებებზე.

გიორგი მუმლაძე თვლის, რომ ვითარება, რომელიც გიორგი პაპუაშვილის 21 ივლისის განცხადების შემდეგ შეიქმნა, რთულია ყველა თვალსაზრისით და ყველასთვის - "ამან [განცხადებამ] გააჩინა განცდა იმისა, რომ ის ინსტიტუტი, რომელიც ჩვენ გვიცავს, რომელიც გარანტიაა კონსტიტუციის განუხრელად დაცვის და თითოეული ჩვენგანის უფლებების დაცვის, თითქოსდა, მისი გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს არალეგიტიმური". "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ გიორგი პაპუაშვილი სწორად მოიქცა, როცა გაახმაურა სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია და შეხვდა ქვეყნის ლიდერებს, რადგან მსგავს კანონდარღვევაზე დროული რეაგირება ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია. გიორგი მუმლაძის აზრით, მცდარია მიდგომა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ახალი მოსამართლის არჩევა გამოასწორებს ვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებაა.

გიორგი მუმლაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:49 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG