Accessibility links

10 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლიკა საჯაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი. მან ილაპარაკა ფარული მიყურადების შემდგომი საკანონმდებლო რეგულაციის საკითხზე. ლიკა საჯაია არის თანაავტორი პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელისა, რომელიც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების რეგულაციასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებს ეხება. სასამართლომ საქართველოს პარლამენტს დაავალა 2017 წლის 31 მარტამდე განახორციელოს "ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები" და ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ლიკა საჯაიამ ილაპარაკა კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე ორგანიზაციების იდეაზე, რაც ე.წ. "გასაღების" დამოუკიდებელი ორგანოს ხელში მოქცევას გულისხმობს. "ეს შენ გეხებასთვის" მიუღებელია, რომ "გასაღები" (მიყურადების უკონტროლო ტექნიკური შესაძლებლობა) დარჩეს ფარული მიყურადების განმახორციელებელი და ამით დაინტერესებული უწყებების ხელში, რაც გამორიცხავს პროცესზე კონტროლს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG