Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ქურციკიძე


1 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ფონდის მოწოდებაზე პოლიტიკური პარტიებისადმი - წინასაარჩევნო პროგრამებში ჩართონ ბავშვთა საკითხები. აქამდე UNICEF-ს არ ჰქონია მსგავსი კომუნიკაცია პარტიებთან. მაია ქურციკიძე თვლის, რომ დღემდე ბავშვების საკითხები არ იყო გამოკვეთილად აქტუალური წინასაარჩევნო პერიოდებში და პარტიებმა უნდა იზრუნონ ამის შეცვლისთვის. მაია ქურციკიძის თქმით, საარჩევნო პროგრამა არ იქნება სრულყოფილი, თუ მასში არ იქნება გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბავშვთა სიღარიბე, განათლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ძალადობის მსხვერპლ და ქუჩაში მყოფ ბავშვებზე ზრუნვა. UNICEF-ის წარმომადგენელი თვლის, რომ ერთ-ერთი პრობლემაა ისეთი სისტემის არარსებობა, რომელიც იქნება მგრძნობიარე და დროულად დაინახავს რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების და იქ ბავშვების საჭიროებებს. მაია ქურციკიძემ ხასი გაუსვა სოციალური მუშაკის ინსტიტუტის განვითარების მნიშვნელობას და სოციალური მუშაკის როლს. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ UNICEF ყველა პარტიას გაუგზავნის კითხვარს, ბავშვებთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე პრობლემების აღწერით, რაც პოლიტიკოსებს დაეხმარება ჩამოაყალიბონ თავიანთი ხედვა ამ პრობლემების მოგვარების გზებზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG