ამ დღეებში ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მას მერე, რაც იგი ქალაქ ბრნოში დაესწრო ადამიანის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას და შეხვდა თავის ჩეხ კოლეგას, 19 სექტემბერს ნანუაშვილი თავის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ესტუმრა რადიო თავისუფლების შტაბ-ბინას პრაღაში და ინტერვიუ მისცა ქართულ რედაქციას.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.