Accessibility links

ვერონიკა ვიხოვა: კრემლმა კარგად იცის ჩვენი სუსტი წერტილები


ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კრემლის მიერ ორგანიზებულ და დაგეგმილ დეზინფორმაციულ საქმიანობას თვალს ადევნებს პრაღაში არსებული ევროპის ფასეულობათა ინსტიტუტი. პრაღის სტუდიაში ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ვერონიკა ვიხოვა, ამ ინსტიტუტის ანალიტიკოსი და პროექტ „კრემლინ უოჩის“ კოორდინატორი.

ვერონიკა ვიხოვა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ კრემლმა ძალიან კარგად იცის ამ ქვეყნებს შორის არსებული მცირე უთანხმოება,სუსტი წერტილები და ბოროტად სარგებლობს ამით. რაც შეეხება კონკრეტულად ჩეხეთის რესპუბლიკას, ეს სისუსტე აქ თავს იჩენს პოლიტიკურ ელიტაში. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებსაც ან სჯერათ პრორუსული საიტების დეზინფორმაციისა, ან ხელს უწყობენ პრორუსული ნარატივის გავრცელებას უკრაინის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და, ალბათ, ეს არის ყველაზე არსებითი მიზეზი, რის გამოც ჩეხეთი ასე დაუცველი გამოიყურება. და არა მხოლოდ საპარლამენტო პარტიები, არამედ ძალიან ხშირად ქვეყნის პრეზიდენტიც ახდენს რუსული დეზინფორმაციის ლეგიტიმაციას.

მე სრულიად ვეთანხმები აზრს, რომ პრინციპი „კბილი კბილისა წილ“ არ არის ძალიან შესაფერი. ჩვენ ვაღიარებთ ევროპულ ფასეულობებს, როგორიცაა სიტყვისა და პრესის თავისუფლება, და ჩვენ ამ ფასეულობებს პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პასიურები უნდა ვიყოთ...
​ვერონიკა ვიხოვა

კობა ლიკლიკაძე: რომელიც სხვათა შორის დიდი დელეგაციით ესტუმრა ამას წინათ რუსეთს. მაგრამ თუ ისევ დავუბრუნდებით თქვენი კვლევის საგანს, კრემლის მიერ ორგანიზებულ და დაგეგმილ დეზინფორმაციულ საქმიანობას, როგორი დინამიკაა ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ? სუსტდება პრორუსული პროპაგანდა თუ, პირიქით, მყარად სიცოცხლისუნარიანია?

ვერონიკა ვიხოვა: ჩემი აზრით, ეს სიმყარე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. მაგალითად, ბალტიისა თუ სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც განჭვრიტეს ამ დეზინფორმაციის საფრთხე, თადარიგი დაიჭირეს და სხვებიც გააფრთხილეს ამ პრობლემების თაობაზე. მაგრამ არის ჯგუფი ქვეყნებისა, და მათ შორისაა ჩეხეთის რესპუბლიკა, რომლებიც მხოლოდ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ გამოფხიზლდნენ - მიხვდნენ, რომ პრობლემა მათსავე შიგნითაა და დაიწყეს ზრუნვა უსაფრთხოების ზომების მიღებაზე. ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, მაგრამ გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება.

კობა ლიკლიკაძე: თუმცა, როდესაც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ნაბიჯებზეა საუბარი, ევროპელი ანალიტიკოსები გადაჭრით უარყოფენ მიდგომას „კბილი კბილისა წილ“, როგორც დემოკრატიისათვის მიუღებელ პრინციპს. მაგრამ არსებობს თუ არა სხვა გზა რუსეთის პროპაგანდასთან საბრძოლველად?

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ნაბიჯს მსგავსი საქციელით. მოსკოვის პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი, ჩემი აზრით, ის არის, რომ დაარწმუნოს მოქალაქეები, თითქოს ჩვენც მათსავით ცუდები ვართ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება...
ვერონიკა ვიხოვა

ვერონიკა ვიხოვა: მე სრულიად ვეთანხმები აზრს, რომ პრინციპი „კბილი კბილისა წილ“ არ არის ძალიან შესაფერი. ჩვენ ვაღიარებთ ევროპულ ფასეულობებს, როგორიცაა სიტყვისა და პრესის თავისუფლება, და ჩვენ ამ ფასეულობებს პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პასიურები უნდა ვიყოთ. არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომელსაც ყველა როდი ვიყენებთ. ევროკავშირში არსებობს სტრატკომის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ებრძვის სადეზინფორმაციო კომპანიებს, მაგრამ ამ ჯგუფს აკლია დაფინანსება, რადგან ევროკავშირის ყველა ქვეყანას როდი ჰყავს მასში თავისი წარმომადგენელი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი გამუდმებით იმეორებს, რომ არ მიიჩნევს რუსეთს დამნაშავედ ამ სადეზინფორმაციო კამპანიაში და უარზეა დაეხმაროს სტრატკომის სპეციალურ ჯგუფს იყოს უფრო ეფექტიანი. გარდა ამისა, ნაციონალურ დონეზეც ბევრი საქმეა გასაკეთებელი. მინისტრებსა და მაღალი რანგის მოხელეებს უფრო მეტი ცოდნა უნდა ჰქონდეთ, თუ როგორ მუშაობს ჰიბრიდული ომი. უნდა ხდებოდეს იმის მიმოხილვა, თუ რა კანონიერი და პოლიტიკური ინსტრუმენტები არსებობს საკუთარი თავის დასაცავად. ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ფაქტები და გამოავლინოს კრემლის მომხრე პოლიტიკური და ეკონომიკური ფიგურები. უამრავი რამეა გასაკეთებელი.

კობა ლიკლიკაძე: მაგრამ აგერ ახლახანაც გამოჩნდა, რომ რუსეთი, პირიქით, სულ უფრო აგრესიული ხდება. კრემლმა უცხოეთის აგენტებად შერაცხა ჩვენი რადიო და მისი რამდენიმე სატელევიზიო პროექტი და საინტერნეტო პლატფორმა. როგორ აფასებთ კრემლის ამ ნაბიჯებს?

ვერონიკა ვიხოვა: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ უნდა დავუპირისპირდეთ ამ ნაბიჯს მსგავსი საქციელით. მოსკოვის პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი, ჩემი აზრით, ის არის, რომ დაარწმუნოს მოქალაქეები, თითქოს ჩვენც მათსავით ცუდები ვართ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება. დასავლურ, ტრანსატლანტიკურ და ევროპულ საზოგადოებებს აქვთ ფასეულობები, რომლებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს გამოვუთხრით ძირს, თუ მათსავით მოვიქცევით“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG