რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველომ ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. ამ სტატუსით საქართველო ფრანკფურტის ბაზრობაზე 2017 წელს წარდგება. ხელშეკრულებას მხარეები ოქტომბრის დასაწყისში მოაწერენ ხელს. რას ნიშნავს ქვეყნისთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსი? რა კრიტერიუმები და მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ იმისათვის, რომ ეს სტატუსი მოიპოვოს? ამ თემებზე ჩვენი კოლეგა ნინო თარხნიშვილი ესაუბრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ხელმღვანელს დეა მეტრეველს.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.