29 ოქტომბერს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სტიქიური ბუნებრივი მოვლენების ადრეული შეტყობინების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. როგორია საერთაშორისო გამოცდილება და სტანდარტები და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დადგა თბილისში 13 ივნისის სტიქიური უბედურების შემდეგ, რომელსაც 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ასეულობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი კოლეგა ნინო თარხნიშვილი ესაუბრა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს თამარ ბაგრატიას.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.