Accessibility links

“დამარცხებული“ მუშების დღე


ანანო ცინცაბაძე

28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში საწარმოო ტრავმის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 700-მდე ადამიანი დაშავდა. თავად მუშები მათ „დამარცხებულებად“ მოიხსენიებენ - „მუშა დამარცხდა“, ხშირ შემთხვევაში, მისი გარდაცვალების ან დაშავების სინონიმია. რაზე მეტყველებს ეს სტატისტიკა და ვინ არის პასუხისმგებელი დაღუპულთა და დაშავებულთა სიცოცხლეზე - სახელმწიფო თუ კერძო სექტორი? რომელია ის სფეროები, სადაც შრომის უსაფრთხოების არასათანადო პირობებს ადამიანები ეწირებიან? და რამ უნდა უბიძგოს სახელმწიფოს, რომ ვითარება შეცვალოს? - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება ესაუბრა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელს, ანანო ცინცაბაძეს, რომელიც წლებია მშრომელთა უფლებებს იცავს.

please wait

No media source currently available

0:00 0:10:01 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG