„უხილავ ფარდაში“ გრძელდება ციკლი საქართველოდან უცხოეთში სასწავლად წასული ახალგაზრდების შესახებ. დღეს ოქროპირ რუხაძის საავტორო რუბრიკაში გიამბობთ ადამიანზე, რომელმაც თავის დროზე შვეიცარიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“. საუბარი გვექნება ნიკო ნიკოლაძეზე, რომელიც უცხოეთში სწავლა-განათლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და არაერთი დიდი პროექტის ავტორი და განმახორციელებელი იყო.
-
ოქროპირ რუხაძე
ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.