Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალადაშვილი: რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება საქართველოსაც ჩაითრევს


ირაკლი ალადაშვილი
ირაკლი ალადაშვილი

თურქეთის ავიაგამანადგურებლების მიერ 24 ნოემბერს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ პირველად დააყენა ერთმანეთის პირისპირ ნატოს წევრი ქვეყანა და რუსეთი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ბირთვული სახელმწიფო. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ზურგში დარტყმა“ უწოდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და განაცხადა, რომ ამ „ტრაგიკულ მოვლენებს სერიოზული შედეგები ექნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებისათვის“. პერსპექტივაში რუსეთსა და თურქეთს შორის სამხედრო პოლიტიკური ვითარების ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ-კავკასიის რეგიონში, სადაც ორივე ქვეყანას საკუთარი სტრატეგიული ინტერესები აქვთ. ამ საფრთხეებზე მსჯელობს ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი გადაცემაში „დაბრკოლების ზოლი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG