დღევანდელი საუბრის თემაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მემკვიდრეობა და მისი მომავალი. ჩვენს შეკითხვებს, თავდაპირველად უპასუხებს თავდაცვის მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე ვარლამ ავალიანი; შემდეგ კი ირაკლი ალასანიას მემკვიდრეობას შეაფასებს მისი წინამორბედი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე, დიმიტრი შაშკინი; დაბოლოს, გაგაცნობთ საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილისგან ავანსად უკვე მიიღო ქება.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.