Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაცია იწყება


23 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო არქიტექტორი ირაკლი ჟვანია, რომელმაც ისაუბრა გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების კონსერვაცია-რეაბილიტაციის შესახებ. ამ ტერიტორიაზე "იკომოს ჯორჯიამ" რამდენიმე დღეა, რაც პირველადი მნიშვნელობის სამუშაოების წარმოება დაიწყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მრავალწლიანი სამოქალაქო აქტივიზმი და ბრძოლა ისტორიული მემკვიდრეობის პირვანდელი სახით შესანარჩუნებლად. ირაკლიმ ილაპარაკა როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე, ასევე ისტორიული უბნების როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG