Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფოს" ბრძოლა


ქურთი მებრძოლები ქობანიდან "ისლამური სახელმწიფოს" განდევნას ზეიმობენ.
ქურთი მებრძოლები ქობანიდან "ისლამური სახელმწიფოს" განდევნას ზეიმობენ.

ნელი, მაგრამ დამაჯერებელი ნაბიჯებით შეერთებული შტატები და კოალიციის წევრი ქვეყნები „ისლამურ სახელწმიფოსთან“ ბრძოლაში წარმატებას აღწევენ. თუმცა ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები ფრთხილობენ და ამბობენ, რომ ექსტრემისტული ჯგუფების დაშლაზე საუბარი ნაადრევია.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლების გაგრძელებასთან ერთად ტერორიზმის ექსპერტები ბრუკინგსის ინსტიტუტის ჯეი.ემ. ბერგერის მსგავსად შეფასებებისას ფრთხილობენ.

„ვფიქრობ ნაადრევია იმის თქმა, რომ მიზანი მიღწეულია. მოსულსა და რაქაში ჯერ კიდევ არიან მათი მიმდევრები. მათ შეუძლიათ ამ ორი ქალაქის დაკარგვა აიტანონ, სანამ ლეგიტიმურობას მთლიანად დაკარგავენ.“

ბერგერი და სხვა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მართალია „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკან დაიხია, მაგრამ ერაყელი და ქურთი ჯარისკაცების მიერ მიყენებული ზარალი საბოლოო დამარცხებას ჯერ არ ნიშნავს.

„ის ფაქტი, რომ ისინი სიკვდილით სჯიან ადგილობრივ დისიდენტებს, ჩემი აზრით, მათი სისუსტის ნიშანი არ არის. ეს ტოტალიტარული რეჟიმის და მათი მმართველობის ფორმაზე უფრო მეტყველებს ვიდრე სისუსტეზე,“ ამბობს კრისტოფერ ჰარმერი, ომის კვლევის ინსტიტუტიდან.

მისი თქმით დასავლეთის უპირატესობად ვერ ჩაითვლება ვერც ის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ აიძულო გაიქცეს.

„მათ უპირატესობა აქვთ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების, თვითმკვლელი ტერორისტების ან მანქანების აფეთქებაში. ამ ყველაფერმა ამერიკას ერაყში ომისას დიდი პრობლემები შეუქმნა. ეს რთულად გადასალახი ბარიერი იქნება ფეშმერგას ჯარებისთვის და ერაყის უსაფრთხოებისთვის,“ ამბობს ჰარმერი.

შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ ბრენანი კი ამბობს, რომ ამერიკული უსაფრთხოების მაღალჩინოსნები შეფასებების გაკეთებისას ფრთხილობენ.

„ვფიქრობ სწორედ ახლა ვხედავთ "ისლამური სახელმწიფოს" შესუსტების სერიოზულ ნიშნებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის გაქრა.“

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ შევიწროვებასთან ერთად "ისლამური სახელმწიფო" უფრო სასტიკი და სისხლიანი გახდება.

XS
SM
MD
LG