Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მიწისძვრას 15 ადამიანი ემსხვერპლა


სან ჯაკომო რონკოლეს ეკლესია მიწისძვრის შემდეგ (მირანდოლა, იტალია)
სან ჯაკომო რონკოლეს ეკლესია მიწისძვრის შემდეგ (მირანდოლა, იტალია)
იტალიაში 15-მდე ადამიანი დაიღუპა სამშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. 5,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები აღირიცხა ჩრდილოეთ იტალიაში - იმავე რეგიონში, სადაც შვიდი ადამიანი შეიწირა 20 მაისს მომხდარმა მიწისძვრამ. სამოქალაქო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, მოდენის რეგიონში დაკარგულად ითვლება კიდევ ხუთამდე ადამიანი. დღევანდელმა მიწისძვრამ, როგორც იუწყებიან, დაანგრია შენობები, რომლებიც დაზიანებული იყო 20 მაისის ბიძგების შედეგად.
XS
SM
MD
LG