გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდა კრიტიკის ქარცეცხლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ოპონენტები რუსეთისადმი მაამებლური და საქართველოს ევროატლანტიკური კურსისადმი საზიანო განცხადებებში ადანაშაულებენ. გადაცემის მეორე ნაწილი კი შეეხება ქართველ იუნკრებს, მათ 94 წლის წინანდელ თავდადებას, ისტორიას, რომელსაც უფრო მეტი პოპულარიზება სჭირდება.
-
კობა ლიკლიკაძე
ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.