კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თბილისში მშვიდობის დარგში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები შეიკრიბნენ. ისინი გლობალური ქსლის წევრები არიან, რომლებიც კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზე მუშაოებენ. გამოცდილების გაზიარება, საქართველოში არსებული სიტუაციის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება - სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ ისინი უკვე სამი დღეა. ექსპერტებს შორის არის ივანა გოროვიჩი - ჩერნოგორიის ნანსენის დიალოგის ცენტრის თანადამფუძნებელი და დირექტორი და სამშვიდობო განათლების გლობალური სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. მას ჩვენი კოლეგა ნინო თარხნიშვილი ესაუბრა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1