Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძებნება გაუმართავი ავტომობილი


იძებნება გაუმართავი ავტომობილი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:06 0:00

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა დაიწყო. პირველ ეტაპზე ახალი, გამკაცრებული სტანდარტების დაკმაყოფილება ევალებათ სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებს, ხოლო შემდეგ მათ სხვა სატრანსპორტო საშუალებებიც შეუერთდებიან და 2019 წლის ბოლომდე ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება ქვეყნის მთელი ავტოპარკი, რომელიც თითქმის 1 200 000 ავტომობილს ითვლის. ე.წ. ტექდათვალიერების პროცესში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 30-მდე ტესტირების ცენტრი. ეკონომიკის სამინისტრომ აამოქმედა ცხელი ხაზი (1484), რომელიც მძღოლებს საშუალებას მისცემს მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია და დაიკავონ თავიანთი რიგი ტესტირების ცენტრებში. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.

XS
SM
MD
LG