Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

sadili.ge - ჯანმრთელი კვება ოფისიდან გაუსვლელად


შალვა ბუკია
შალვა ბუკია

სამსახურში ყოფნისას ძნელია ყოველდღე გახვიდე ლანჩზე და მიირთვა საკვები, რომელიც თან ჯანსაღი პროდუქტისგან მზადდება, თან გემრიელია და თან ხელმისაწვდომი. დასაქმებულების უმეტესობა არჩევანის წინაშე დგას: ან ახლომდებარე საცხობში იყიდოს ცომეულისგან დამზადებული პროდუქტი, ან სახლიდან წამოიღოს სასურველი საკვები, რაც ყოველთვის ადვილად არ გამოდის. სწორედ ამ „პრობლემის“ გადაჭრას ემსახურება ახალი ქართული სტარტაპი, sadili.ge, რომელიც მომხმარებელს ოფისიდან გაუსვლელად სთავაზობს ცხელ სადილს რამდენიმე წუთში. თუ ამ სერვისით სარგებლობას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ არც ერთი კერძი არ დაგიჯდებათ 10 ლარზე მეტი და, გარდა მთავარი კერძებისა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ხილი, ორცხობილა, მინერალური წყალი ან ხილის წვენი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კერძებისთვის პროდუქტის შერჩევას მაქსიმალურად ყურადღებით ეკიდებიან და ცდილობენ ის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ქართული იყოს. მომხმარებლისთვის კომფორტულია ისიც, რომ შეკვეთისას დამატებით არ იხდი ადგილზე მიტანის გადასახადს და ყველა კერძი შენთან ცხელი მოდის. შალვა ბუკია sadili.ge-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.

შალვა ბუკია: “პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ ვიქირავეთ პატარა სამზარეულო, მოვიყვანეთ მზარეული, ვიყიდეთ ავტომობილები, შევქმენით ჩვენი საიტის მაკეტი.

პირველ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ რეკლამაში თანხა არ ჩაგვიდვია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვუთხარით სერვისის არსებობის შესახებ, თვის ბოლოს კი საიტს შეემატა ახალი მომხმარებელი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდით, რაცstart up-ისთვის ნიშნავს, რომმის მიმართდაინტერესება არსებობს.

წარმატებული სტარტისშემდეგ ვიქირავეთშედარებით დიდიფართი, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღვჭურვეთ, ავიყვანეთ მზარეულების გუნდი და გავედით უფრო დიდ მასშტაბზე. ამან საშუალება მოგვცა, უფრო მეტ უბანში შეგვძლებოდა საკვების მიწოდება“.

კერძები, რომელსაც Sadili.ge მომხმარებელს სთავაზობს, სამზარეულოში მათი შეკვეთის მიღებისას მზადდება, რაც იმის გარანტიაა, რომ კერძი ყოველთვის ახალი, ცხელი და ჯანსაღი მივა შეკვეთის ადგილას.

„თავიდან კონცენტრირებული ვართ სერვისის დახვეწაზე. როცა იზრდება კომპანია, მართვაც შედარებით რთულდება. ამ ეტაპზე მინიმალური რეკლამით დღეში, საშუალოდ, 200 პორციასვყიდით. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რაც იყო ჩვენთვის, ეს ჯანსაღი და ხარისხიანი საკვებია. მაგალითად, ხორცს ვყიდულობთ იმ მომწოდებლისგან, რომელიც ამარაგებს რამდენიმე პრემიუმ დონის ქართულ რესტორანს. ამას ემატება ლოგისტიკის ხარჯები, რაც კერძის ღირებულებას საშუალოზე ოდნავ მაღალს ხდის, თუმცა ფასები ხარისხთან შესაბამისია“.

Sadili.ge სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს, ამ ეტაპზე კი კომპანიაში 27 ადამიანია დასაქმებული:

“კომპანია ამერიკაშია რეგისტრირებული, უცხოური ინვესტიციაც არის ჩადებული. ვფიქრობთ ევროპისა და აზიის ბარზებზე გასვლასაც, მაგრამ ამ ეტაპზე, პირველ რიგში, გვინდა აქ დავხვეწოთ სერვისი, პროცედურები დავალაგოთ, ლოგისტიკა, სამზარეულო, ტექნიკური მხარე, რის შემდეგაც უფრო მარტივი იქნება უცხოურ ბაზრებზე შესვლა”.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG